საქართველოს ბანკში, შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი Listen to My Voice პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:34 | 16.05.2016
ნანახია: 1292

ხვალ, 17 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში, გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაციის Listen to My Voice (ჩემი ხმა) პრეზენტაცია. პროექტი საქართველოს ბანკის დაფინანსებით ფონდმა „სიცოცხლის ხე“ განახორციელა. პრეზენტაციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია, „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“  და დღის ცენტრების წარმომადგენლები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების სკოლების ხელმძღვანელები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე