საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე საზღვრის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 12:18 | 16.05.2016
ნანახია: 1389

 

საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე - სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 1.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სკანერი დამონტაჟდა, რომელიც სატვირთო მანქანების შემოწმებისთვისაა განკუთვნილი. ქართული მხარისთვის სკანერის გადაცემა განხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია საზღვრის ერთიანი მართვის პრინციპების დანერგვა სამხრეთ კავკასიაში.

17 მაისს სადახლოს  საბაჟო-გამშვებ პუნქტს ეწვევიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი. სტუმრები შეხვდებიან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და გაეცნობიან ახალი სკანერის მუშაობის სპეციფიკას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე