საბურთალოს რაიონის გამგეობამ 112 პროექტის თანადაფინანსება განახორციელა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 16.05.2016
ნანახია: 1517

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 112 სხვადასხვა სახის პროექტი დააფინანსა. თანადაფინანსებულ პროექტებს შორისაალიფტების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამ დრომდე, სახურავების რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა 25 მისამართზე, განახლდა 19 ლიფტი, რეაბილიტირდა 22 კიბე 14 მისამართზე, 4 მისამართზე დამონტაჟდა 9 კარი, სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი 18 მისამართზე განხორციელდა, შერემონტთა 60 სადარბაზო 30 მისამართზე, წყალკანალიზაციის სისტემები შეიცვალა 10 მისამართზე. თანადაფინანსებულ პროექტებში მოხვდა სენსორული სანათების მონტაჟი ორ  და წყალსაწრეტების რეაბილიტაცია 1 მისამართზე.

საბურთალოს რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით პროექტების თანადაფინანსებას აგრძელებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე