თურქ დეპუტატს კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება სურს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 16.05.2016
ნანახია: 1728

თურქეთის პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან შამილ ტაიარი კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების მომხრეა. დეპუტატმა კალათბურთის ევროლიგის ფინალურ შეხვედრაში მოსკოვის ”ცეესკა” -სთან  სტამბულის ”ფენერბაღჩეს” დამარცხება ძალიან განიცადა. ”მინდა, რომ კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდოთ”, - დაწერა მან ტვიტერის მიკრობლოგში.

ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ გამწვავდა. 24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო. პუტინმა შემთხვევას ”ზურგში დანის დარტყმა უწოდა” და თურქეთის წინააღმდეგ რიგი ეკონომიკური შეზღუდვები დააწესა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე