სტამბულში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:03 | 16.05.2016
ნანახია: 1785

ოთხი ადამიანი დაშავდა სტამბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, აფეთქება მალტეპეს რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი ხიდის ქვეშ დატოვებულ პაკეტში იდო.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცვი ორგანოები მუშაობენ.

უკანასკნელ პერიოდში სტამბულში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო შემთხვევა 12 მაისს მოხდა, როდესაც დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი სამხედრო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე