სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 14:55 | 15.05.2016
ნანახია: 1449

პარტია საქართველოს გზის თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებში მონაწილეობას და ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. 

ამის შესახებ მან გუშინ კურიერთან ქართული ოცნების პარტიულ ყრილობაზე ყოფნისას განაცხადა, რომელსაც სტუმრის რანგში ესწრებოდა. 

“მე ვესწრები ამას და ვღებულობ ინფორმაციას, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის საპატიო თავმჯდომარე და შესაძლოა, ამ არჩევნებში მონაწილე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, მან ქართულ ოცნებასთან ითანამშრომლოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე