გიორგი ვაშაძე: უკრაინაში სააკაშვილსა და ადეიშვილთან შეხვედრა არ მქონია, შევხვდი დავით საყვარელიძეს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 15.05.2016
ნანახია: 1329

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრა აქ ჰქონია.

უკრაინიდან ჩამოსულმა ყოფილმა ,,ნაციონალმა“ ჟრნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ შხვედრა ჰქონდა დავით საყვარელიძესთან.

„მე არ მქონია შეხვედრა მიხელ სააკაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან. ჩემი ინფორმაციით, ადეიშვილი საერთოდ არ იმყოფება უკრაინაში. პარტიიდან წასვლის შესახებ  განცხადების შემდეგ მათთან  საერთოდ არ მქონია კონტაქტი.  არ დავმალავ და ვიტყვი,  რომ შეხვედრა მქონდა ჩემს ბავშვობის მეგობარ  დავით საყვარელიძესთან. თუმცა ის უკრაინის მოქალაქეა, იმ ქვეყნის პოლიტიკაშია“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე