”ევროვიზიის” გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 15.05.2016
ნანახია: 1709

ევროვიზიის კონკურსი უკრაინელმა მომღერალმა მოიგო. ჯამალამ, რომელიც წარმოშობით ყირიმელი თათარია, ფინალში 534 ქულა დააგროვა. მისი სიმღერა 1944 სწორედ ყირიმელი თათრების მიერ გადატანილ ტრაგედიას ეხებოდა.

მეორე ადგილი ავსტრალიამ, მესამე ადგილი რუსეთმა დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.

2017 წლის ”ევროვიზიის” მასპინძელი ქვეყნის სტატუსი უკრაინამ მოიპოვა



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე