„ქართული ოცნების“ ყრილობაზე მოსაწვევები ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ

საქართველო, თბილისი - 17:28 | 13.05.2016
ნანახია: 2016

„ქართული ოცნების“ პარტიის ხვალინდელ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაეგზავნათ, - ამის შესახებ კოალიციის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
„მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ღარიბაშვილის საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებულ კითხვას, კობახიძემ განაცხადა, რომ სიის შემადგენლობას ამ ეტაპზე პრინციპულად არ დაასახელებენ.

,,ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ, 14 მაისს გაიმართება.



პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე