ვახტანგ ბეჟიტაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 13.05.2016
ნანახია: 1692

"თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი შეუერთდა. ბეჟიტაშვილი საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი კასპის რაიონს უხელმძღვანელებს. ბეჟიტაშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს კერძო ბიზნესს. ის 2014 წლის არჩევნებში იყო დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თელიანის თემიდან.

‘’მას კარგად აქვს წარმოდგენილი თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ ვიფიქროთ ჩვენი საქართველოს და კონკრეტულად ამ შემთხვევაში კასპის რაიონის განვითარებაზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რომ ის არის კასპის საკრებულოს აქტიური წევრი’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე