არჩილ ყარაულაშვილი ფრანგ სენატორს ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 13.05.2016
ნანახია: 1545

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ფრანგ სენატორს ქრისტოფ-ანდრე ფრასას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და  დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის მიღწევების შესახებ ისაუბრეს.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე,  მის მნიშვნელობასა და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრაზე, ასევე,  ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზეისაუბრეს.

სენატორმა ქრისტოფ-ანდრე ფრასამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე