პრემიერი: ყველა, ვინც მანიპულირებს საქართველოს საგარეო კურსით, არასწორია
საქართველო, თბილისი - 14:16 | 13.05.2016 ნანახია: 1450საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, „ჩეთემ ჰაუსში“ საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციის მცდელობა სტრატეგიული მიზნების გადახედვას არ ნიშნავს. მისი თქმით, არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ საქართველოს ევროპული არჩევანი.
„საქართველო ცდილობს სტანდარტების ევროპასთან დაახლოებას. ვარშავის ნატო-ს სამიტისთვის ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ დავუახლოვდებით ნატო-ს. ყველა, ვინც მანიპულირებს საქართველოს საგარეო კურსით, არასწორია. ეს არის საქართველოს არჩევანი და მომავალი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველო პროგრესის დაფიქსირებას ელოდება.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა.
„სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ნდობის აღდგენას ვცდილობთ. კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არსებობს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აგრეთვე, საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო სამხედრო მისიებში, ქვეყენაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, მედიის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე.
პოლიტიკა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
- პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს