ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 17:57 | 11.05.2016
ნანახია: 2350

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს.

„ეკა პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება მისი თხოვნით მიიღო. ეკა თავად გააკეთებს განცხადებას, არ არის საჭირო ჭორები“, - წერს სოციალურ ქსელში მინისტრი არსენ ავაკოვი.

უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, რეფორმები გაგრძელდება და ახლა დამუხრუჭების დრო არ არის.

შეგახსენებთ, რომ ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე