ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე ემუქრება

საქართველო, თბილისი - 17:38 | 11.05.2016
ნანახია: 1561

ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე ემუქრება, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ტომას დე მეზიერი აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა ევროკავშირის პირობების განხორციელებაზე უარი განაცხადა.

შეთანხმების მიხდვით, ანკარამ არაერთი რეფორმა უნდა განახორციელოს მანამ, ვიდრე თურქეთი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიიღებს. მათ შორის ერთ-ერთ მოთხოვნას სადავო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა წარმოადგენს. 

ევროპარლამენტში თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე მუშაობა შეჩერდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე