სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

საქართველო, თბილისი - 17:05 | 11.05.2016
ნანახია: 1392

,მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პროექტის „ შემოსე თანამოქალაქეს" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს - ააიპ" სტუდენტურ ერთიანობას, სს" ფრეგო"-ს,საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა- დავითიანნისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.

პროექტ  „შემოსე თანამოქალაქეს" ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,  რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება სპეციალური ყუთები.

„შემოსე თანამოქალაქე" საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ახალი სპორტის სასახლე

რუსთავის გზატკ. 247

აწყურის ქ. და რკ. ხიდს შორის

მოსკოვის გამზ. წისქვილკომბინატთან

აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ.

გია გულუას ქუჩა

გმირთა მოედანი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სამების საკათედრო ტაძარი





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე