3 დაღუპი და 40-ზე მეტი დაშავებული - მორიგი აფეთქება თურქეთში

საქართველო, თბილისი - 14:00 | 11.05.2016
ნანახია: 2363

თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში გაჩერებულ ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც პატიმრებით სავსე ავტობუსმა ჩაუარა.

ავტობუსს ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი ,,ქურთების მუშათა’’ პარტიის წევრები საავადმყოფოში გადაჰყავდა. 

აფეთქების შედეგად დაშავდა 12 სამართალდამცველი და 33 სამოქალაქო პირი.

მოგვიანებით 3 მათგანი გარდაიცვალა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება ,,ქურთების მუშათა’’ პარტიას აკისრებს. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე