ურეკის სანაპირო ზოლი ახალი სპეცტექნიკით დასუფთავდება

საქართველო, თბილისი - 12:58 | 11.05.2016
ნანახია: 1499

ზაფხულის სეზონისთვის  ურეკის კურორტი  ახალი მანქანებით  დასუფთავდება - ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 3 ახალი თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება.

ახალი სპეცტექნიკა ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და გამოსცადეს.

სპეცტექნიკის გამოყენებით, ქვიშის პლაჟზე, 20 სანტიმეტრის სიღრმიდან მყარი ნარჩენების ამოღებაა შესაძლებელი. ნაგავმზიდებით სანაპირო ზოლი კვირაში რამდენჯერმე დასუფთავდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე