პროკურატურის ორგანიზებით, ბათუმის საჯარო სკოლაში ,,იმიტირებული გამოძიება" განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 11.05.2016
ნანახია: 1285

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, ბათუმის საჯარო სკოლაში პროექტი -„იმიტირებული გამოძიება" გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პროკურორებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის, გამოძიებისეტაპებისა და ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების, დანაშაულის არსისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.

პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გამოიძიეს სისხლის სამართლის საქმე და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

პროექტს „იმიტირებული გამოძიება" პროკურატურა 2014 წლიდან ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოებისროლის გაცნობიერებას, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე