საარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 11.05.2016
ნანახია: 1463

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური კამპანიის დაწყების თარიღად  8 ივნისი განსაზღვრა.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის თავმჯდომაესთან გამართული კონსულტაციებისშემდეგ გააკეთა.

„საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება - ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, მივედით კონსესუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ შესაბამისი აქტი, ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს. რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ოთხი თვის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოსმდივანი ირინე იმერლიშვილი და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე