ფიქრია ჩიხრაძე: მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, დროულად ჩამოყალიბდნენ

საქართველო, თბილისი - 11:18 | 11.05.2016
ნანახია: 1621

პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე, რესპუბლიკურ პარტიას ჩამოყალიბებას ურჩევს, - ამის შესახებ ჩიხრაძემ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ამ განცხადებით ფიქრია ჩიხრაძე რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ზურაბიშვილს, პასუხობს, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ "პრეზიდენტი გია ხუხაშვილის დარიგებით საუბრობს".

„გიორგი მარგველაშვილი სწორედ ის პერსონაა დღევანდელ პოლიტიკაში, რომელმაც ყველაზე დიდ ჭკუის დამრიგებლებისგანაც კი არ მიიღო დარიგებები,“ - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი და რესპუბლიკურ პარტიას დროულად ჩამოყალიბებას ურჩევს.

„მე მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, სჯობს, თვითონ ჩამოყალიბდნენ, თვითონ გაერკვნენ, რა მიმართულება აქვთ კოალიციასთან და, თუ ასეთი ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს მათ შორის, არ შეიძლება ერთ კოალიციაში ყოფნა. ეს ამომრჩეველშიც სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს,“  აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე