თურქეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:43 | 11.05.2016
ნანახია: 1539

თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაშავდა.
 
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ჩვილი და 12 პოლიციელია.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც დანაღმულ ავტომანქანას პოლიციის ავტობუსმა ჩაუარა.
 
შემთხვევის დროს დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 
აფეთქება სავარაუდოდ, „ქურთების მუშათა პარტიამ“ განახორციელა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე