აშშ-ში ციხეებიდან 6 ათას მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ

საქართველო, თბილისი - 11:48 | 07.10.2015
ნანახია: 2104

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ფედერალური ციხეებიდან 6 ათას მსჯავრდებულს გაათავისუფლებს. როგორც The New York Times-ი წერს, მომავალი ამნისტია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გადავსებული საპატიმროების პრობლემას მოაგვარებს. ხანგრძლივი სასჯელისგან გათავისუფლდებიან ნარკომოვაჭრეებიც, რომლებიც 1980-90-იან წლებში იყვნენ გასამართლებული. ამასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ მხოლოდ ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ძალადობრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ. გამოცემისვე ცნობით, მსჯავრდებულთა მესამედი არალეგალი იმიგრანტები არიან, რომელთა დეპორტაციაც მათი გათავისუფლებისთანავე მოხდება.

ცნობამ ამნისტიის შესახებ შეაშფოთა სამართალდამცავი ორგანოები, ისინი შიშობენ, რომ პატიმართა უმეტესობა სამსახურს ვერ იშოვის და ისევ დანაშაულებრივ საქმიანობას დაუბრუნდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე