პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 10.05.2016
ნანახია: 1454

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ქეთევან ქარავას შეხვდა და 22 მარტს ქალაქ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტული აქტზე და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

პრეზიდენტმა ქეთევან ქარდავას მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისათვის. ქვეყნის პირველმა პირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნაყოფიერი და მაღალპროფესიული ჟურნალისტური საქმიანობისა და ქ. ბრიუსელში ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მყისიერი გავრცელებისას გამოვლენილი პროფესიული თავდადებისათვის  ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში თინათინ მჟავანაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი დაესწრნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე