ნაძალადევის რაიონში 2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო

საქართველო, თბილისი - 16:19 | 10.05.2016
ნანახია: 1462

ნაძალადევის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში რაიონის უბნებში: თემქაზე, სანზონაში, ლოტკინსა და ახალი ნაძალადევის ტერიტორიაზე  2000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგი დაირგო.

გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა - ზაზა გაბუნიამ, მოსახლეობასთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო. აღსანიშნავია, რომ ხის ნერგები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ტერიტორიაზე გადანაწილდა და ნერგების მოვლა-პატრონობაში მოსახლეობაც იქნება ჩართული.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე ცაცხვის 1200 და კიპაროსის  800 ნერგი დაირგო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე