საქართველოს პრეზიდენტი IRI-ის პროგრამების ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 10.05.2016
ნანახია: 1390

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამების ვიცეპრეზიდენტს ტომ გარეტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის და საქართველოში მრავალპარტიული და კონკურენტული პოლიტიკური სისტემის მშენებლობის საკითხი.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე