ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 13:00 | 10.05.2016 ნანახია: 1750
ზაზა ხატიაშვილის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ბატონო პრემიერო!
2016 წლის 25 მაისს საქართველოდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის ვადა იწურება.
ბატონო პრემიერო! თუ საქართველოს მთავრობის მიერ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად წარდგენილი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ქალბატონი ევა გოცირიძე, მსურს წინასწარ გაგაფრთხილოთ საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცდა „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი“, რომლის საფუძველზეც შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრიც მეც, საქართველიოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც გახლდით. სამთავრობო კომისიამ 20016 წლის 28 თებერვალს შეარჩია 5 კანდიდატი, რომელთაგან თქვენ მოგიწევთ 3 კანდიდატის წარდგენა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის. ყველაზე დიდი ხმაური სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო კომისიაში საუკეთესო 5 კანდიდატს შორის ქალბატონ ევა გოცირიძის მოხვედრამ გამოიწვია, მაგრამ შედეგების მიხედვით, ქალბატონი ევა გოცირიძე ბოლო, მეხუთე ადგილზე გავიდა. ენის გამოცდის დროს, გამსვლელ 5 კანდიდატს შორის, ქალბატონ ევა გოცირიძეს ჰქონდა ყველაზე დაბალი შეფასება.
ბატონო პრემიერო! შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი ქალბატონი ევა გოცირიძე გახლდათ გირგვლიანის, მიქიაშვილის და სხვა მრავალი უკანონობის შემოქმედი იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მის მოსამართლედ გამწესების დროს. ქალბატონმა ევა გოცირიძემ ჩემთან სატელევიზიო დებატებში აღიარა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარულ კენჭისყრამდე ჰქონდა გადაწყვეტილი ლევან მურუსიძის მხარდაჭერა და ეს იცოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ასევე, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ თუ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ხმას არ მისცემდნენ ლევან მურუსიძეს, ვერ მოხერხდებოდა სხვა მოსამართლეების დანიშვნა, რაც არაპირდაპირ, სავარაუდოდ ადასტურებს ევა გიცირიძის გარიგებაში მონაწილეობას.
ბატონო პრემიერო,
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხრიდან არსებობს რამოდენიმე პრეცედენტი, როდესაც ასამბლეა უკან აბრუნებს წარდგენილ კანდიდატებს. მთავრი კრიტერიუმი რითიც ხელმძღვანელობს ასამბლეა, არის მოსამართლეობის კანდიდატის მაღალი მორალური და ზნეობრივი რეპუტაცია, რომელიც, ჩემი, როგორც კომისიის წევრის შეფასებით, ქალბატონ ევა გოცირიძეს არ გააჩნია.
ბატონო პრემიერო,
თუ საქართველოს მთავრობა, მიუხედავად ქალბატონ ევა გოცირიძის მიერ, ხუთ კანდიდატს შორის ბოლო ადგილის დაკავებისა, მაინც მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის ადამიანის უფლაბათა სასმართლოში ასარჩევ ერთ-ერთ კანდიდატად წარუდგენს ქალბატონ ევა გოცირიძეს მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ქალბატონი ევა გოცირიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ არ იქნება არჩეული და საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინო ვითარებაში აღმოჩნდება. ვინაიდან, მე, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამთავრობო კომისიის წევრი, სტარსბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ დავიწყებ შიმშილობას.
ბატონო პრემიერო !
ჩემი ცნობადობის გათვალისწინებით შევხვდები ყველა პირველი პირს, სტარსბურგში გავმართავ პრესკონფერენციას, რაც საკამოდ დააზარალებს საქართველოს იმიჯს.
ბატონო პრემიერო, მე არ მინდა საქართველოს იმიჯისთვის ზიანის მიყენება, ამიტომ გთხოვთ, არ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოგიწოდებთ, მიიღეთ ზნეობრივი, სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დასანიშნად წარუდგინეთ ის 3 კანდიდატი, ვინც სამთავრობო კომისიის შეფასებით პირველი სამი ადგილი დაიკავა", - ნათქვამია ღია წერილში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















