ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში არც რუსული ჯარი იყოს და არც NATO-სი

საქართველო, თბილისი - 12:54 | 10.05.2016
ნანახია: 1347

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ქვეყანაში არც რუსული ჯარი იყოს და არც NATO-სი. ქვეყანას უნდა ჰყავდეს გონიერი ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთის მონა იქნება და არც ვაშინგტონის, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

“მესმის, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სულით ხორცამდე დასავლეთის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ გვიღებენ NATO-ში და ადამიანები სადამდე უნდა ატყუონ?! ამ ეტაპზე, საქ-ს NATO-ში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს. მთელი მსოფლიო,  ობამადან დაწყებული ელჩებით დამთავრებული, ყველა გვეუბნება, რომ NATO-ში არ მიგვიღებენ, მაგრამ მაინც ვიძახით, რომ მიგვიღებენ, ეს მასობრივი ფსიხოზია. არანაირი წევრობა არ იქნება. ეს გამორიცხულია”, - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ქვეყანაში არც რუსული ჯარი იყოს და არც NATO-სი. ქვეყანას უნდა ჰყავდეს გონიერი ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთის მონა იქნება და არც ვაშინგტონის.

“თუ ეს წვრთნები იმიტომ უნდა ვატაროთ, რომ კორიდაზე პოლიტიკური განცხადებები  წითელი დროშასავით ვატრიალოთ, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ყველას გვახსოვს, როცა საფრთხე დაგვემუქრა, რუსეთის წინააღმდეგ მარტონი აღმოვჩნდით”, - განაცხადა ბურჯანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე