თამაზ მეჭიაური: თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ, მზად ვარ, დავტოვო პარტია

საქართველო, თბილისი - 12:46 | 10.05.2016
ნანახია: 1526

თუ „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ, მზად ვარ, დავტოვო პარტია , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა.

მისი თქმით, „რესპუბლიკელები“ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს დარტყმას აყენებენ.

„თუ ეს ხელისუფლება გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პილიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომლებსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებენ ისეთ მარგინალებს, როგორიც ესენი არია, მაშინ თავის თავს გაუკეთებენ დისკრეტიდაციას”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისი თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი გათავისუფლებს თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს თანამდებობიდან, ის თავად წავა პარტიიდან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე