არმაზ ახვლედიანი "ქართულ ოცნებას" ტოვებს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 10.05.2016
ნანახია: 1473

გავრცელებული ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი პარტია "ქართულ ოცნებას" ტოვებს. ამის მიზეზად ახვლედიანი, 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ამაში კონკრეტულ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს, რომელთაც, მისი თქმით, ცვლილებები არ უნდათ.

"პარტია "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა, ერთის მხრივ, გათავისუფლება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან პარტიის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას, მეორეს მხრივ, ვერ გახსნა კარი იმათთვის, ვინც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა, ამით, პრაქტიკულად, აცდა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დღის წესრიგს. დღეიდან, როგორც წარსულში, ახლაც, მომავალშიც ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესში," - განაცხადა ახვლედიანმა.   

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე