„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებზე, გლდანის მაჟორიტარად ბორია ფირცხელიანის კანდიდატურა წარადგინა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 09.05.2016
ნანახია: 1467

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გლდანის საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორია ფირცხელიანი წარადგინეს.შეხვედრა მოსახლეობასთან ავჭალაში, სარაჯიშვილის სკვერში გაიმართა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ბორია ფირცხელიანი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი 2012 წლიდან. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გლდანის რაიონში იყო საარჩევნო კოორდინატორი, 2014 წელს- თვითმმართველობის არჩევნებისას მუხიანში შტაბის უფროსი, 2013-2016 წლებში გლდანის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე