საქართველოს პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 11:16 | 09.05.2016
ნანახია: 1376

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში იმყოფებოდა. გიორგიმარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე და ჩვენ ქართველებმა, რაოდენობრივად პატარა ერმა, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ და ქართველებმა შეიტანეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს!" -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში,  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან, საქართველოსპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე