პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 10:51 | 07.10.2015 ნანახია: 1998
პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს პილარ დეზას, შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გადასცა პერუს საგარეო უწყების მიერ ხელმოწერილი ეგზეკვატურა.
საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე ელჩმა საპატიო კონსულს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ პილარ დეზა, როგორც საქართველოს ინტერესების ოფიციალური გამტარებელი, კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს ცნობადობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პილარ დეზამ თავის მხრივ გამოხატა მადლიერება მინიჭებული ნდობისათვის და დაადასტურა სრული მზაობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში, რომელიც ხალხებს შორის დაახლოებას და ბიზნესს წრეების ურთიერთობების განვითარებას ეფუძნება.
ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საპატიო კონსულს მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, ქ. თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ქ. ლიმაში საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებისათვის.
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს