საქართველოში ევროპის დღეები რიყის პარკში, დღეს საზეიმოდ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 11:23 | 08.05.2016
ნანახია: 2057

„ევროსოფელში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეები იქნება წარმოდგენილი.
დღის განმავლობაში რიყეზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სამზარეულო დააგემოვნონ და სხვადასხვა წარმოდგენები და სანახაობები იხილონ. 
დღის ბოლოს სტუმრებისთვის ცნობილი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას „ევროვიზიის“ ქართველი მონაწილეები ნინა სუბლატი და ჯგუფი Eldrine მიიღებენ. 
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, იტალიელი ტენორი პიერ მაცოკეტი, ჯგუფი „ნიუტონი“ და სხვები. კონცერტზე დასწრება უფასოა.
თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები — კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები, ფოტოგამოფენები 29 მაისამდე გაგრძელდება. 
ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე