9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით თბილისში მტკვრის დონე ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

საქართველო, თბილისი - 09:54 | 07.05.2016
ნანახია: 1428

9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, თბილისში მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. შსაბამის ინფორმაცია სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

”4 დღის განმავლობაში, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა. სამუშაოების მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და 3 დღის განმავლობაში ორთაჭალჰესი. გეგმიური გარეცხვის სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს, რომ სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე