სამგორის და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს

საქართველო, თბილისი - 21:50 | 06.05.2016
ნანახია: 1688

სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციას მერიაში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, ყოფილი გამგებლები მერიის უწყებიდან არ მიდიან და ეს არის შიდა გადაადგილება. სად დაინიშნებიან მამუკა ჩოქური და ბესიკ ქარცივაძე მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე