შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული გამანადგურებელი შევიდა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 07.10.2015
ნანახია: 1867

შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული გამანადგურებელი Porter-ი შევიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკის საზღვაო-სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით წერს. ფლოტის ინფორმაციით, ხომალდი შავი ზღვაში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ნატოს მოკავშირეების მხარდასაჭერად შევიდა.

28 აგვისტოდან აკვატორიაში ასევ იმყოფება აშშ-ის სარაკეტო ხომალდი ”დონალდ კუკი”. ამერიკის საზღვაო-სამხედრო ძალების ხომალდები შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესასაბამისად იმყოფებიან.

ნატოს ქვეყნების ხომალდები შავ ზღვაში მთელი 2015 წლის განმავლობაში ერთმანეთს ჩაანაცვლებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე