განადგურებული მოსავალი და დატბორილი სახლები - სტიქია შიდა ქართლში

საქართველო, თბილისი - 18:12 | 06.05.2016
ნანახია: 1901

ძლიერმა სეტყვამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად  დააზარალა. ძლიერი და ინტენსირუი სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა და მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

ადგილობრივების განცხადებით, დატბორილია სახლის სარდაფებიც.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტუს სოფელ ქვემო არცევში მოსავალი ასი პროცენტით განადგურდა. არცევის გარდა დაზარალდა სოფელი ატენი, ქიწნისი, სკრა და ძევერა. ქარელის მუნიციპალიტეტში დაისტეყვა სოფელი ატოცი, ჭვრინისი, დვანი და აბისი.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე