საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას კასპიდან მიულოცა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 06.05.2016
ნანახია: 1435

საქართველოს პრეზიდენტი კასპის რაიონში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული სოფელ სასირეთიდან მიულოცა.

"მთელ საქართველოს გილოცავთ ტყვეთა განმათავისუფლებელისა და ღატაკთა ხელის აღმპყრობი მებრძოლი წმინდანის დღეს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეს დღე მოგილოცოთ კასპიდან, სასირეთიდან, სადაც 145 წლის წინ დაიბადა ერთერთი უდიდესი ქართველი მებრძოლი, დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

სწორედ, წმინდა გიორგის შემართებით და იდეალებით ემსახურა თავის სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მის ღვაწლს და გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს ", -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე