იემენის ბაზარში აფეთქებებს მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 06.05.2016
ნანახია: 1627

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა იემენის დასავლეთით ქალაქ მარიბში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ბაზარში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ინციდენტის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

მედია კიდევ ერთი აფეთქების შესახებაც იუწყება. ცენტრალურ იემენში, ქალაქ ელ-ბაიდის ბაზარში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა. პრესა დაღუპულებისა და დაჭრილების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ამ დროისათვის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე