”თავისუფალი დემოკრატები” მთავარ პროკურორს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 13:40 | 06.05.2016
ნანახია: 1386

”თავისუფალი დემოკრატები” მთავარ პროკურორს ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ამის შესახებ ირაკლი შოთაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ე.წ. კაბელების საქმეზე არსებობს მოლოდინი რომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

"მინდა ვუთხრა პირადად ირაკლი შოთაძეს და მათ, ვინც უშუალოდ ამ საქმეშია ჩართული - ზეწოლა, რომელსაც იგი ამ შემთხვევაში საკუთარი განცხადებით ახორციელებს სასამართლოზე, პირადად მას არაფერს მოუტანს. არანაირი უტყუარი მტკიცებულებები პროკურატურას არ გააჩნია. ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც პროკურატურამ გადადგა. ეს მთელმა საქართველომ იცის და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორი ამგვარ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, იმედია, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე .

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე