ირაკლი ალასანია ოქრუაშვილს დაუპირისპირდა - ხმაური გორში

საქართველო, თბილისი - 12:38 | 06.05.2016
ნანახია: 1680

ხმაური იყო დღეს გორის საკრებულოს სხდომაზე. ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, გორის საკრებულოს თავჯდომარის მრჩეველს, ირაკლი ოქრუაშვილს და "ქართულ ოცნებას" გარიგებაში ადანაშაულებს.

საკრებულომ სხდომაზე სამანდატო -საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს, რომელიც თავისუფალი დემოკრატების წევრია. ამ ფაქტს ალასანია მისი პარტიის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას უწოდებს.

იმპიჩმენტის მოთხოვნა საკრებულოს აპარატში ირაკლი ოქრუაშილის პარტიის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე