გარემოსდამცველებმა „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნებისთვის შესაძლებლობათა გაძლიერება“ შესახებ იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 10:50 | 06.05.2016
ნანახია: 1541

სასტურო „ქორდიარდ მარიოტში“ პროექტის - „ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნებისთვის შესაძლებლობათა გაძლიერება“  შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ პროექტის სამოქმედო გეგმა და განხორციელების პროცესი  გააცნო.

პროექტი საქართველოსა და მოლდავეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კლიმატის ცვლილების სფეროში გასატარებელი ცვლილებების დამუშავებას და შესაბამისი უწყებებისთვის ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

პროექტი გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს (BMUB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შემსრულებელი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაა (GIZ).

შეხვედრას  სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტექნიკური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები ესწებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე