ძლიერმა სეტყვამ ყვარლისა და გურჯაანის რაიონის სოფლები დააზარალა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 06.05.2016
ნანახია: 1434

კახეთში მოსულმა სეტყვამ ყვარლისა და გურჯაანის რაიონის სოფლები დააზარალა.

ველისციხესა და გავაზში სტიქიამ რამდენიმე ჰექტარი ვენახი და ერთწლიანი ნარგავები დააზიანა.

რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი ამ დრომდე არ გამოუყენებიათ. კომპანია ”დელტას” ინფორმაციით, სისტემის ამოქმედება თვის ბოლოდან გახდება აუცილებელი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე