დღეს გიორგობაა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 06.05.2016
ნანახია: 1417

6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წირვა შესრულდება ყველა მოქმედ ეკლესიაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წირვას ქაშუეთის ტაძარში აღავლენს.

გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშება, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე