პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მსჯელობენ

საქართველო, თბილისი - 15:49 | 05.05.2016
ნანახია: 1405

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ოპოზიციური პარტიის წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემაზე და საარჩევნო გარემო გაუმჯობესებაზე მსჯელობენ.

"შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ პრობლემაზე, რაც დღევანდელი ეტაპისთვის გაჩნდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ბუნებრივია, მათაც აქვთ გარკვეული წინადადებები, ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები, უმეტესად ეს უკავშირდება საარჩევო სისტემას. ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგანაც კონსესუსი გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მთელმა ამ ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. მაგრამ ოპოზიციურ პარტიებში არსებობს განწყობა, მათ წარდგენილი აქვთ გერმანული მოდელი”, - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ფიქრია ჩიხრაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე