„112“-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 10:49 | 05.05.2016
ნანახია: 1581

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში ვიზიტით მყოფი 16 გერმანელი ჟურნალისტი ეწვია.
სტუმრებს „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და ქოლ-ცენტრი დაათვალიერებინა. გერმანელი ჟურნალისტები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.
უცხოელი ჟურნალისტები „112“-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
გერმანელ ჟურნალისტთა საქართველოში ვიზიტის მიზანი  არსებული ვითარების, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობაა.
მედიატურში ბერლინის პრესკლუბის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე