ამერიკის მეგობართა კლუბი გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტითან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 17:26 | 04.05.2016 ნანახია: 1582ამერიკის მეგობართა კლუბი საქართველოს პრემიერ მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტითან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„პირველ ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში ახალი პოლიტიკური ეპოქა დაიწო. საქართველოს უახლეს ისტორიის ქართულ ამერიკული ურთიერთობის კონტექსტში, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში იყო უმნიშვნელოვანესი. მსგავსი ყოვლისმომცველი სამუშაო ვიზიტი ერთ-ერთი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ოფიციალური ვაშინგტონიდან და ამერიკის ანალიტიკური წრეებიდან, საქართველოს მიმართ გაკეთდა უაღრესად დადებითი შეფასებები. ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო შეხვედრებში ჩართულები იყვნენ საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც.
მოგეხსენებათ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათ შორის უკრაინაში განვითარებული კრიზისის გამო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულია ურთიერთობები. ამ ფონზე საქართველოს მიმართ წამოვიდა ძალიან აქტუალური და პოზიტიური მესიჯები, მიმართული ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქართულ ამერიკულ მეგობრობას ამოფარებულმა პოლიტიკოსებმა თუ დემოკრატიის ყალბმა დამცველებმა, რომლებიც ქართველი ერის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად ირგებენ. პრემიერის შეერთებულ შტატებში უპრეცედენტოდ დატვირთული შეხვედრების პარალელურად, ნეგატიური ატმოსფეროთი გაჟღენთილი და ვარაუდებზე დაყრდნობილი განცხადებები გააკეთეს. რათქმაუნდა მათ განცხადებაში გასაკვირი არაფერი არ არის თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მათ პოლიტიკურ ლექსიკონში სიტყვების მანიპულირებას სხვა დატვირთვა აქვს. კერძოდ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ პროდასავლური ძალის ილუზია და ამით შეინარჩუნონ პოლიტიკური გავლენა, რაც ხშირ შემთხვევაში მათ პარტიულ მიზნებს ამართლებს.
ამერიკის მეგობართა კლუბი საჯაროდ აცხადებს, რომ მათი მხრიდან მსგავსი პოლიტიკური ინტერპრეტაციები საქართველოს პოლიტიკურ მიზნებთან შეუთავსებელია. მათი შეფასებები ხელს უწყობს შიდა დაპირისპირებას, ქმნის დესტაბილიზაციას და ეწინაამღდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სანამ საქართველოში შიდა-პოლიტიკური ლექსიკონი და ძალაუფლების განმტკიცებისკენ სწრაფვა არ შეიცვლება პოლიტიკური ელიტის ევროატლანტიკური ერთობით, წინაამღდეგ შემთხვევაში ნატო-ზე ფიქრიც და ნატოში გაწევრიანებისთვის გარჯა ბუნდოვან პერსპექტივებს უქმნის საქართველოს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრული დამოკიდებულება არ წარმოადგენს საქართველოში, რომელი პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი მოძრაობის პირად კუთვნილებას და პრივილეგიას, სინამდვილეში ამერიკელი ხალხი და მთავრობა უპირველესად მეგობრობს საქართველოს ხალხთან და პატივს სცემს მის არჩევანს.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზგასმით დააფიქსირა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების კუთხით ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და აგრძელებს თანამშრომლობას სამომავლო რეფორმების განხორციელებისთვის. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოახლოვებულ ნატოს ვარშავის სამიტამდე ადრე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა. გზავნილმა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ გულითად დამოკიდებულებას და დაუპირისპიდა ფსევდო პოლიტიკოსების მხრიდან გამიზნულ ფალსიფიცირებულ ჭორებს.
ამერიკის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპემ განაცხადა, რომ საქართველო არის წარმატებული დემოკრატიის მაგალითი და საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში აღიქმება ძალიან დადებითად. რასაკვირველია ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტის მსგავსი შინაარსის განცხადებამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ქართულ ამერიკული მეგობრობის არაკეთილისმსურველი პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელებულ უსაფუძვლო გამოწვევებს.
აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, პრემიერ მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, აგრეთვე ქვეყანაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე. ხაზი გაუსვა საქართველოში მოახლოებულ არჩევნების საკითხს და მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია, დემოკრატიულად და უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სენატორი კრის მერფი,საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა და საქმიანმა წრეებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ხანმოკლე, მაგრამ ყოვლისმომცველი ვიზიტი, როგორც პოლიტიკური ასევე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინვესტორების მოზიდვა. სამ უმსხვილეს ქალაქში - ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში საინვესტიციო როუდ შოუს ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, სადაც ამერიკული საინვესტიციო ფონდების და ბანკების წარმომადგენლებისთვის, საქართველოს დელეგაციას საშუალება მიეცა, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია წარედგინა.
აშშ-ის საინვესტიციო ფონდების და ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პრემიერ მინისტრმა შეძლო დაერწმუნებინა ამერიკის საქმიანი წრეები, ანალიტიკოსები, ფინანსური მენეჯერები და პოტენციური ინვესტორები, რომ რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების მიუხედავად, საქართველოში საინვესტიციო გარემო ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოს მაშტაბით.
როგორც ამერიკის მეგობართა კლუბისთვის გახდა ცნობილი, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების და კერძო საინვესტიციო კორპორაციების წარმომადგენლები, დაინტერესდნენ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით და ჯერ კიდევ პრემიერის ვიზიტის პერიოდში შეთანხმდნენ კონკრეტულ სფეროში განახორციელონ ამერიკული კაპიტალის დაბანდება. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმიც, რაც სამომავლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების გაზრდას, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ ზრდის პროცეს. რასაკვირველია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მსგავსი სახის ფინანსური ღირებულებების თანხვედრა და მემორანდუმის გაფორმება, დიდ შანს მისცემს საქართველოს ამერიკულ ბიზნესთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
ამერიკის მეგობართა კლუბი დარწმუნებულებულია, რომ საქართველოს მთავრობისათვის უმნიშველოვანესია, რომ მემორანდუმი არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ დოკუმენტად. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყოთ და მონაწილეობა მივიღოთ ვიზიტის დროს გამოთქმული მიზნების განხორციელებაში.
ვიზიტის შეჯამების თვალსაზრისით, თამამად შიძლება განვაცხადოთ, რომ ორი ქვეყნის ინტერესთა გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ის საზოგადოებას ღიად ესაუბრა, რამაც განაპირობა სხვადასხვა მიმართულებით უაღრესად პოზიტიური შედეგი.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა და საქართველოს მიზნების შესაბამისი ეფექტური კომუნიკაცია. პრემიერ მინისტრის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია შესრულებულია, რასაც დანამდვილებით შეიძლება ეწოდოს ჩვენ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისკენ წინგადადგმული კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალურმა ვიზიტმა აშშ-ში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მეგობარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს მთავრობის კურსი უცვლელია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გასაწევრიანებლად.
დასკვნით ნაწილში ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული და დაბალანსებული პოლიტიკა დადებით ფაზაშია. ქართულმა დიპლომატიამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოახერხა, რომ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესით საქართველო რეგიონში ლიდერია, რაც ნამდვილად საამაყოა. საქართველო დღითი დღე წინ მიიწევს ევროპულ გზაზე დემოკრატიული სტანდარტების ამაღლების მიზნით, რაც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის.
ამერიკის მეგობართა კლუბი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატების ბიზნეს სექტორის მხრიდან განხორციელდება პირველი იურდიული საინვესტიციო ტალღა, რასაც მოყვება ბიზნეს გეგმა და ამერიკული ინვესტიციების დაბანდება საქართველოში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ამერიკული ინვესტიციის ეპიცენტრი გახდება. ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, სამოქალაქო სექტორმა, ფინანსურმა წრეებმა და ოპოზიციამ ნათლად უნდა განვსაზღვროთ საკუთარი პასუხისმგებლობა და კომპეტენციები, რაც მთლიანობაში საქართველოზე დადებითად აისახება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
- პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს