თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 06.10.2015
ნანახია: 1886

თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა. მერიაში ამბობენ, რომ ნიჟარაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

როგორც ცნობილია, დედაქალქის მთავრობა რამდენიმე სამსახურის უფროსმა დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამხსახურის უფროსმა ავთანილო სუდაძემ, არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ და სასწრაფო სამედიცნო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა ჩიხრაძემ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, თუმცა არაოფიციალური ინფორმციით, ისინი ხელისუფლების შიგნით არესბულ დაპირისპირებას და კორუფციულ სკანდალებს შეეწირნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე