თბილისის ზოოპარკი ასზე მეტ ახალ ცხოველს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 04.05.2016
ნანახია: 1377

მაისის ბოლოს თბილისის ზოოპარკი ასზე მეტ ახალ ცხოველს მიიღებს, ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გურიელიძის თქმით, ცხოველების ჩამოყვანა საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან მოხდება და მათ შორის ისეთი ცხოველებიც იქნებიან, რომლებიც ზოოპარკს აქამდე არ ჰყოლია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე