საპარლამენტო უმცირესობა არჩევნების თარიღის დროულად დასახელებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:52 | 03.05.2016
ნანახია: 1399

საპარლამენტო უმცირესობა არჩევნების თარიღის დროულად დასახელებას ითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სიის დასაზუსტებლად გადადგმული ნაბიჯები გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ არის.

უმრავლესობაში კი დარწმუნებული არიან, რომ 2016 წელს არჩევნები დემოკრატიულად ჩაივლის.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 მილიონ 530 ათასია. ამომრჩეველთა განახლებული ბაზა იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე გადაუგზავნა.

არჩევნებზე ფოტოსურათიანი სია იქნება წარმოდგენილი და ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ცვლილება კარუსელების თემას გამორიცხავს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე